четверг, 27 января 2011 г.

სადაც მზე ყველაზე მეტად მზეობს

პატარა მოთხრობა იმ კლასზე, სადაც მზე ყველაზე მეტად მზეობს

ჩემი კლასის კარი ყოველ დილით ჭრიალით იღება და 14 წყვილი ლამაზი და ჭკვიანი თვალი შემომყურებს... იმ დროს, როცა ერთი ბეწო ბედნიერება სანთლით საძებარია, მე თოთხმეტი მუჭა ერთდროულად მივსებს უბეს და სიხარულის, აღტაცებისა და სიამაყისაგან ცრემლი მერევა.
მაინც, რა ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე! ეს დაუდეგარი, ჭკვიანი და სათნო ბავშვები ხომ ჩემი შვილები არიან! აბა, შემოიხედეთ და თვალი გაუსწორეთ ამ საოცრებას - ბელა გაბელაიას თვალები იმდენ სინათლესა და გონიერებას აფრქვევენ, სამყაროს ეყოფა, ნინო მეტრეველის სათნო და კეთილი ღიმილი ქვეყნის მამშვენებელია, სიცოცხლეს რომ მოგასურვილებს, ნატალი მანდარიას ალალი, გულმართალი გამოხედვა ჯადოსნობის ტოლფასია, მარიამ ქურხაშვილის ცნობისმოყვარე და დინჯი მზერა მუდმივ მზადყოფნას გაიძულებს, ნინო უსენაშვილის ტკბილზე ტკბილი გულის ძგერა შენც სიკეთისათვის განგაწყობს, ლიკა გიორგაძის სინაზითა და მოლოდინით აღსავსე გამოხედვა შემართულ ხმალს ძირს დაგაშვებინებს, დათა ჩალათაშვილისგან სამშობლოს სიყვარულსა და თავგანწირვას ისწავლი, თორნიკე სიდამონიძე ისე საამოდ მოგესალბუნება, უკეთეს წამალს ვერ იპოვი, ნიკოლოზ ჭაბაშვილს მიანდეთ თქვენი სული და იმედი იქონიეთ, რომ არაფერი დაგიშავდებათ, დავით თავაძე კეთილშობილებისა და მამაკაცური სინატიფის უზადო მაგალითს გიჩვენებთ, გიორგი ქათამაძეს მალე, სულ მალე მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა რიგებში იხილავთ, თორნიკე ომიაძე იმგვარ სიყვარულს მოგიძღვნით, არც კი დაგესიზმრებათ, რომა გიორგაძის სითბო და სიტკბო მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ და გზას გაგინათებთ... და ბოლოს, ჩემი ცელქი და მოუსვენარი დანიელი, სიკეთით სავსე და განუმეორებელი, მშვენიერი თვალებით უხმოდ მოგიბოდიშებთ და ღრმად დაგაფიქრებთ, ღირდა კი გაბრაზებადო?!
ერთად ვიზრდებით მე და თქვენ, ჩემო საყვარელო ბავშვებო! თქვენ მასწავლეთ, რატომ უნდა ვიყო მომთმენი და ლმობიერი, როგორ უნდა მიყვარდეთ, რომელი ჩვევა შეურაცხმყოფს, როგორი გამომეტყველება მიხდება, როდის ვარ ნამდვილი დედა და მასწავლებელი! თქვენი წყალობით გავიგე ისიც, როდის გამოვიყურები ლამაზად, როდის არის გაბრაზების დრო, რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე...
მე შევიძინე ცოტაოდენი რომანტიკა, ცოტაოდენი ხიბლი, ცერცვისოდენა ცოდნა და გამოცდილება, დიდი სითბო, კიდევ უფრო დიდი სიყვარული და ბევრზე ბევრი მეგობარი...
თოთხმეტი მუჭა ბედნიერება მხოლოდ მე მხვდა წილად დედამიწის ზურგზე...

სიყვარულით მანანა ნოზაძე

среда, 16 июня 2010 г.

вторник, 23 марта 2010 г.

ეს გიორგი არევაძეა. დაიბადა 1999 წლის 4 დეკემბერს ქ. რუსთავში. ძალიან უყვარს ხატვა, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურის კითხვა, მეგობრებთან გართობა. ისწრაფვის გამარჯვებისაკენ, არის მიზანდასახული და აქვს იუმორის საოცარი გრძნობა. სურს, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.


ეს ბელა გაბელაიაა. დაიბადა 1999 წლის 5 აგვისტოს ქ. რუსთავში. უყვარს მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურის კითხვა, ცეკვა, სიმღერა, მეგობრები. არის მიზანსწრაფული, აქტიური, მოწესრიგებული მოსწავლე. აქვს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა, რაც ეხმარება მიზნის მიღწევაში. ოცნებობს, რომ გახდეს ცნობილი ჟურნალისტი.


ეს რომეო გიორგაძეა. დაიბადა 1999 წლის 14 ოქტომბერს ქ. რუსთავში. ძალიან უყვარს ხატვა, ცეკვა, მეგობრები. არის კეთილი, მოსიყვარულე, ხალისიანი და ყურადღებიანი ბავშვი. ცდილობს, ყველას გულითადი მეგობრობა გაუწიოს. ოცნებობს, რომ გახდეს ბიზნესმენი.




ეს ლიკა გიორგაძეა. დაიბადა 2000 წლის 5 მარტს ქ. ქუთაისში. არის მეგობრული, დამთმობი, გულალალი, მოწესრიგებული ბავშვი. უყვარს ცეკვა და სიმღერა, ოცნებობს დედასთან შეხვედრაზე, რომელიც ამჟამად იმყოფება იტალიაში. მას სურს, გახდეს მასწავლებელი.




ეს დავით თავაძეა. დაიბადა 2000 წლის 8 თებერვალს ქ. რუსთავში. არის საოცრად მოწესრიგებული, ყურადღებიანი, მეგობრული და აქტიური მოსწავლე. ძალიან უყვარს, როცა შექებას იმსახურებს. არ მოსწონს, როცა დაუმსახურებელ შენიშვნას იღებს. ოცნებობს, რომ გახდეს
საქართველოს პრეზიდენტი.



ეს კი დანიელ თუნგიაა. დაიბადა 2000 წლის 18 მარტს ქ. რუსთავში. არის საოცრად ენერგიული, აქტიური და გონიერი მოსწავლე. უყვარს სპორტული თამაშები, ხატვა. მოსწონს, როცა ყურადღებას აქცევენ და აქებენ. ოცნებობს, რომ გახდეს იურისტი.




ეს ნატალი მანდარიაა. დაიბადა 2000 წლის 17 აპრილს ქ. რუსთავში. უსაზღვროდ უყვარს სიმღერა, მეგობრებთან გართობა, დისკუსიებში მონაწილეობა. შეუძლია საკუთარი მოსაზრების დაცვა. არის გულთბილი, ხალისიანი და ჭკვიანი გოგონა. ოცნებობს, რომ გახდეს სახელგანთქმული მომღერალი.


ეს ნინო მეტრეველია. დაიბადა 2000 წლის 19 იანვარს ქ. რუსთავში. არის გონიერი, გულითადი, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული გოგონა. უყვარს წიგნები, სიმღერა, ცეკვა. ოცნებობს, გაჰყვეს დედის კვალს - გახდეს სახელგანთქმული იურისტი.
ეს კი თორნიკე ომიაძეა. დაიბადა 1999 წლის 2 ნოემბერს ქ.რუსთავში. არის გულთბილი, მეგობრული, და მოწესრიგებული ბავშვი. ცდილობს, არ დაიმსახუროს შენიშვნები. ყველა დავალებას ასრულებს პასუხისმგებლობით. განსაკუთრებულად უყვარს თხზულებების წერა. ოცნებობს, გახდეს ბიზნესმენი.


ეს თორნიკე სიდამონიძეა. დაიბადა 2000 წლის 29 იანვარს ქ. რუსთავში. იგი არის ძალიან გულთბილი, მოსიყვარულე და კეთილი ბავშვი. უნდა, რომ ყველას ასიამოვნოს. განსაკუთრებით უყვარს ბუნების გაკვეთილები. ოცნებობს, რომ გახდეს პოლიციელი.



ეს ნინო უსენაშვილია. დაიბადა 1999 წლის 26 ოქტომბერს ქ. სიღნაღში. ძალიან უყვარს თხზულებების წერა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა და დისკუსიებში მონაწილეობის მიღება. არის აქტიური, მოწესრიგებული, ყურადღებიანი და გონიერი მოსწავლე. ოცნებობს, რომ გახდეს პედაგოგი.




ეს მარიამ ქურხაშვილია. დაიბადა 2000 წლის 12 თებერვალს ქ. თბილისში. არის ჭკვიანი, მოწესრიგებული და აქტიური მოსწავლე. უსაზღვროდ უყვარს წიგნების კითხვა და თხზულებების წერა. მასწავლებელი უწინასწარმეტყველებს, რომ ის ცნობილი მწერალი გახდება.


ეს კი გიორგი ქათამაძეა. დაიბადა 2000 წლის 20 თებერვალს ქ. რუსთავში. არის საკმაოდ დინჯი, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებუული მოსწავლე. ძალიან უყვარს მათემატიკა, თხზულებების წერა. ოცნებობს, რომ გახდეს სახელგანთქმული ქირურგი.




ეს დავით ჩალათაშვილია. დაიბადა 1999 წლის 8 მაისს ლაგოდეხში. უყვარს ცეკვა, წიგნების კითხვა, მეგობრებთან გართობა. არის მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, გონიერი და აქტიური მოსწავლე. ოცნებობს, გახდეს ყველასათვის მისაბაძი მოქალაქე.




ეს ნიკოლოზ ჭაბაშვილია. დაიბადა 1999 წლის 29 აპრილს ქ. რუსთავში. არის მოწესრიგებული, ყურადღებიანი, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული მოსწავლე. აქვს იუმორის საოცარი გრძნობა. ოცნებობს, გახდეს სულიერი მოძღვარი და ააშენოს სკოლა ხელმოკლე ბავშვებისათვის.

среда, 17 марта 2010 г.

ჩემს მოსწავლეებს პირველი მასწავლებლისაგან

შენ ლამაზი თვალები გაქვს...
გიყურებ და სიხარულს ცრემლებად ვღვრი...
ნუშის ყვავილივით ნაზი ხარ, ატმის კვირტების სუნთქვას აყოლილი...
პეპლის ფრთასავით მსუბუქს პატრონი გინდა და ამიტომ ცას შეგაყვარებ, ამ უზარმაზარსა და უღრმეს სივრცეს...
მზეს შეგაყვარებ, ასე თბილსა და შორს...
იის სითბოთი გაგითბობ სხეულს სუსხიან ღამეს...
თითოეული ბალახის ღერთან გალაპარაკებ...მიწის თითოეულ ბელტთან გათქმევინებ გულალალ სიტყვას...
ყოველი ხის ძირთან საიდუმლოს გაგამხელინებ...
იის ყვავილების სინაზეს აგიბრწყინებ თვალებში...
დამილოცნია შენთვის ეს გრძელი გზა!
გავა წლები და შენ, ჩემი პირველი მოსწავლე, მოხვალ ჩემთან და თვალებით მკითხავ, რატომ გიყვარვარო?
და მე კვლავ დაგანახებ, როგორ უხდება ნამს მკრთალი ფერი, ფანტელს - სინაზე, ცეცხლს - სიძლიერე...
ოდესმე დაგანახებ, როგორ უხდება ზღვას მთვრალი ტალღა...
შემოგხედავ და სიხარულს ცრემლებად დავღვრი...

მანანა ნოზაძე